საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს ქრიზანთემის ტახტზე ასვლას ულოცავს. განცხადებას პრემიერ-მინისტრი მიკრობლოგ "ტვიტერზე" ავრცელებს.
„გულწრფელად ვულოცავ იაპონელ ხალხს საიმპერტორო ტახტზე ნარუჰიტოს ასვლას. იაპონიას და საქართველოს ხანგრძლივი ურთიერთობები და მეგობრაა აკავშირებთ. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ერთმანეთს“, - წერს მამუკა ბახტაძე.
ნარუჰიტო დღეს ოფიციალურად გახდა იაპონიის ახალი იმპერატორი.
იაპონიის ახალმა იმპერატორმა, ნარუჰიტომ პირობა დადო, რომ ის იქნება ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო. 59 წლის ახალმა იმპერატორმა, პირველი საჯარო განცხადება კორონაციის დღეს, საიმპერატორო სასახლეში გააკეთა.
იაპონიის გადამდგარი იმპერატორი, აკიჰიტო, ამიერიდან იწოდება, როგორც იმპერატორი ემერიტუსი. ნარუჰიტუმ პატივი მიაგო მამის საიმპერატორო ეპოქას და დაიფიცა რომ გაყვება მის კვალს.
„ვფიცავ, რომ ჩემი მმართველობის კურსი, იმპერატორი ემერიტუსის ანაეკლი იქნება... მე ვიქნები იაპონიის ერთობისა და სიძლიერის სიმბოლო“, - აღნიშნა გადამდგარი იმპერატორის მემკვიდრემ.
ნარუჰიტომ, ოთხშაბათს გამართულ მოკრძალებულ ცერემონიაზე, საიმპერატორო რეგალიები, ხმალი და ყელსაბამი ჩაიბარა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გადაეცემოდა იაპონიის იმპერატორების შთამომავლებს. ცერემონიაზე, ნარუჰიტოს ასლები გადაეცა, ხოლო ორიგინალები, როგორც ქვეყნის საიმერატორო სიძლიერის სიმბოლოები, დაცულია საიმპერატორო აკლდამაში.
ნარუჰიტო იაპონიის იმპერატორის, აკიჰიტოს შვილია, რომელმაც 85 წლის დაუძლურებული მამისგან იმპერატორის ტახტი ჩაიბარა. ასეთი შემთხვევა, იაპონიის საიმპერატორო ისტორიაში 200 წელზე მეტია არ მომხდარა. აკიჰიტოს გადადგომით, იაპონიის საიმპერატორო ისტორიაში ახალი, რეივას ერა დაიწყო.