საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 7-8 მაისს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს ეწვევა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრეზიდენტთან, პრემიერთან, პოლონეთის სეიმისა და სენატის თავმჯდომარესთან.
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდება. დაგეგმილია ასევე, ვარშავაში აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება