საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ლადო გურგენიძე ბანკის სათავო ოფისში სერთიფიცირებულ მასწავლებლებს შეხვდნენ.
სერტიფიცირებული პედაგოგების წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, "ლიბერთი ბანკმა" ყველა პედაგოგს, რომლებმაც 2010 წლის ივლისში წარმატებით გაიარეს სასერტიფიკაციო გამოცდები, შეღავათიანი პირობები შესთავაზა.
ათასზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი უფასოდ მიიღებს საკრედიტო ბარათს Mაგიც ჩარდ 500-ლარიანი ლიმიტით და ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით; ასევე, დამატებით 1%-იან სარგებელს ლარში დენომინირებულ ანაბარზე; მულტისავალუტო ლიბერთი ანგარიშის საბასიზო პაკეტს უფასოდ, რომლითაც 18 ლარის დაზოგვას შეძლებს;
იმ სერტიფიცირებულ პედაგოგებს, ვისაც ერიცხებათ (ან მომავალში ჩაერიცხებათ) ხელფასი "ლიბერთი ბანკში" შეეძლებათ დანამატით ისარგებლონ სახელფასო ოვერდრაფტით შეღავათიანი 18%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით.
განსაკუთრებული შეღავათებით ისარგებლებენ პედაგოგები, რომელთაც ხელფასი "ლიბერთი ბანკში" ჩაერიცხებათ.