ამერიკელი საოპერო მომღერალი, ჩერითი (Sunshine) თილმან დიკი, რომელმაც ორივე ფილტვის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩაიტარა, 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მომღერალს 2004 წელს ფილტვის ჰიპერტენზიის დიაგნოზი დაუდგინეს. მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ორივე ფილტვის ტრანსპლანტების ჩადგმა იყო საჭირო. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ჩერითიმ მოახერხა და გახდა საოპერო მომღერალი.
ოჯახის წევრებმა მომღერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ფეისბუქ პოსტით, ოთხშაბათს გაავრცელეს.
„ყველასთვის საყვარელი ჩერითის ცხოვრების ფარდა დაიხურა. ის ღიმილიანი სახით გარდაიცვალა მისი მეუღლის, დედის და დისშვილების გვერდით“,- ნათქვამია განცხადებაში.
მომღერალი კარიერის მანძილზე მონაწილეობდა ისეთ ცნობილ საოპერო სპექტაკლებში, როგორიცაა „ტრავიატა“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“ და „რიგოლეტო“.
მომღერალს, საოპერო არიები შერულებული აქვს ნიუ იორკის, ჯონ კენედისა და ბუდაპეშტის ხელონების სასახლის სცენებზე.