დღეს, 17 სექტემბერს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა.
აღნიშნული იმიტირებული სასამართლო პროცესი პროკურორთა ტრენინგის დასკვნით ნაწილს წარმოადგენს. ტრენინგი 13 სექტემბერს დაიწყო და მასში 10 პროკურორი მონაწილეობს, რომელთა მოვალეობაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე ბრალდების პოზიციის წარდგენა იქნება. ტრენინგს უძღვებიან ქართველი და უცხოელი ექსპეტრები - აშშ იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში დევიდ დევილიერსი, მაიკ ლანგი და ქეთევან ჩომახაშვილი.
იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ნაფიც მსაჯულად მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ მსურველს. 30 მოხალისეთა შორის წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებისა და სტანდარტული პროცედურების გათვალისწინებით, შეირჩა 12 ნაფიცი მსაჯული, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში, მოისმინეს ბრალდებისა და დაცვის მხარის არგუმენტები და გამოიტანეს ვერდიქტი.
როგორც ცნობილია, 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამოქმედდება. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მართლმსაჯულების ყველა ფორმას შორის ტრადიციულად ყველაზე დემოკრატიულად ითვლება.საზოგადოების წარმომადგენლები ნაფიც მსაჯულთა სახით უშუალოდ ჩაერთვებიან მართლმსაჯულების განხორციელებაში.