საპენსიო სისტემა 2900 მოქალაქემ დატოვა, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის 750 ათასი მოქალაქიდან 2 900, ანუ 0,4 პროცენტი, რაც არც ისე მაღალია.
„საპენსიო შენატანების მოცულობა, დაახლოებით 175 მილიონი ლარია. გასვლაზე მომართვიანობა არის, მაგრამ არც ისე მაღალი. ამ ეტაპისთვის, სისტემიდან გასულია 2 900 ადამიანი. ეს არის 750 ათასი მოქალაქიდან 2 900, ანუ 0,4 პროცენტი“, – განაცხადა სურგულაძემ.
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოს დირექტორს, ლევან სურგულაძეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი ამოქმედდა. საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა საქართველოს ყველა დასაქმებული მოქალაქისთვის და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის ჯერ არ ქონდა შესრულებული 40 წელი. საპენსიო სისტემის დატოვება 1 აპრილიდან გახდა შესაძლებელი.