ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„მინდა, გამოვეხმაურო პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს. უნდა ვთქვა, რომ პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს, მიუღებელია, ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანა. მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება. რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ამ ერთ-ერთ მიზეზი ჰესის მშენებლობას, აქ მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ყველას გვესმის რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, ამავე დროს აუცილებელია, ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა.
ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმით ვიმოქმედებთ და ასევე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.