გუშინ, 21 აპრილს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო. შესაბამისად, ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.
სახელმწიფო საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით დათვლილია ხმების 97 %, რომელიც ორ კანდიდატზე შემდეგნაირად გადანაწილდა:
სტევო პენდაროვსკი - 42, 7 % და გორდანა სილჯანოვსკა-დავკოვა - 41,6 %.
სტევკო პენდაროვსკი - პროდასავლური კანდიდატი. ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების კოორდინატორი. მხარდაჭერილია მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ. ის სხვადასხვა დროს ქვეყნის ორი პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის აქტიური მხარდამჭერი იყო ქვეყნის სახელწოდების ცვლილებისა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ჩრდილოეთ მაკედონიას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის დიდ დახმარებას გაუწევდა.
გორდანა სილჯანოვსკა-დარკოვა - 63 წლის პროფესორი, კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი. დარკოვა დამოუკიდებელი კანდიდატია, თუმცა მას მხარს უჭერს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური კონსერვატიული პარტია. გამარჯვების შემთხვევაში გორდანა დავკოვა ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.
კიდევ ერთმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ბლერიმ რეკამ ხმების 10,4 % მიიღო.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 5 მაისს გაიმართება.