საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს ჩრდილოეთ მაკედონიაში. ეს პირველი არჩევნებია, მას შემდეგ რაც ქვეყანამ სახელი შეიცვალა და ჩრდილოეთ მაკედონია დაირქვა.
არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს:
გორდანა სილჯანოვსკა-დარკოვა - 63 წლის პროფესორი, კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი. დარკოვა დამოუკიდებელი კანდიდატია, თუმცა მას მხარს უჭერს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური კონსერვატიული პარტია. გამარჯვების შემთხვევაში გორდანა დავკოვა ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.
აღსანიშნავია, რომ ის აქტიური წინააღმდეგი იყო მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონია დარქმეოდა.
სტევკო პენდაროვსკი - ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების კოორდინატორი. მხარდაჭერილია მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ. ის სხვადასხვა დროს ქვეყნის ორი პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის აქტიური მხარდამჭერი იყო ქვეყნის სახელწოდების ცვლილებისა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს ჩრდილოეთ მაკედონიას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის დიდ დახმარებას გაუწევდა.
ბლერიმ რეკა - ქვეყნის ყოფილი ელჩი ევროკავშირში. მხარდამჭერილია ორი მცირე ეთნიკური ალბანელების პარტიის მიერ.
თუ ხმების რაოდენობის 50 %-ზე მეტს ვერცერთი კანდიდატი მოიპოვებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 5 მაისს გაიმართება. პრეზიდენტის უფლებამოსილება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში მეტწილად ფორმალურია, მაგრამ ის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია და ხელს აწერს კანონებს.