17 სექტემბერს, 18:30 საათზე, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალთან დაკავშირებით, ბათუმის დრამატული თეატრის ფოეში, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კენტ ლოგსდონი ფესტივალის სტუმრებისთვის გამართავს მიღებას ამერიკული კინოპროგრამის წარსადგენად.
აშშ-ის საელჩო 2010 წლის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი სპონსორია. ფესტივალის ამერიკულ კინოპროგრამაში შესულია ფილმები:
"Precious", Lee Daniels 2009, "After Life", Agnieszka Wojtowicz-Vosloo's 2010, "Limits of Control", Jim Jarmush's 2009; "And Everything is Going Fine", Steven Soderbergh 2010, "Jean Michel Basquat: The Radiant Child", Tamra Davis 2010.