ლონდონის პოლიციამ „ვიკილიკსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასაჟი დააკავა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 7 წლის განმავლობაში ჯულიან ასანჟი ლონდონში განთავსებულ ეკვადორის საელჩოს შენობაში იმყოფებოდა.
ლონდონის პოლიციის განცხადებით, ასანჟი ამჟამად დაკავებულია და ის უახლოეს მომავალში ვესტმინსტერის მაგისტრატ სასამართლოს წარედგინება.
ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოს თავს 2012 წლის შემდეგ აფარებს. ის შიშობს, რომ ეკვადორის საელჩოს დატოვების შემთხვევაში, მისი შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია მოხდება, სადაც საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების გამო სამუდამო პატიმრობა ემუქრება.