საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა, ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
“დღეს ცხრა აპრილია. ჩვენ არ დავივიწყებთ იმ გმირებს, ვინც 30 წლის წინ მოკლა კრემლის სადამსჯელო მანქანამ. ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, ხალხს უნდოდა დამოუკიდებლობა საქართველოსთვის, რაც მოიპოვა 2 წლის შემდეგ და ამაში ზვიად გამსახურდიამ დიდი როლი ითამაშა. არამარტო გლოვის დღე და ხსენების დღეა, ეს არის გამარჯვების, თავისუფლების და სიმტკიცის დღე. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. დღესაც ჩვენ აგრესიული მეზობელი გვყავს და ცუდად იქცევა საოკუპაციო ხაზთან, ხან შამგონაში, ხან ატოცში და ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა ყოველდღე”, - თქვა რულოვსმა.