“ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი ან ტელევიზორი იყიდოს და ამის მერე შავ სიაში მოხვდეს“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ საბანკო რეგულაციების შესახებ საუბრისას ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა.
მისი თქმით, თუ საჭირო იქნება შეიტანენ რეგულაციებში ცვლილებებს, თუმცა არა მნიშვნელოვანს.
“რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, გენერალური მიმართულება იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს. რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ჩვენ ამას არ გადავუხვევთ. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს ან ტელევიზორი იყიდოს და ამის გამო მერე შავ სიაში ხვდება...“ – განაცხადა ქობულიამ ტელეკომპანია „იმედთან“.