თიბისი ბანკს არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა რაციონალური გადაწყვეტილება მიეღო, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, როგორც თიბისი ბანკის, ისე ფინანსური სექტორისთვის და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის ინტერესებშიც შედიოდა პროცესის სამართლებრივ ჩარჩოებში და ხმაურის გარეშე წარმართვა. სწორედ ამიტომ, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ჰქონდა არაერთი შესაძლებლობა, ემსჯელა აღნიშნულ ტრანზაქციებზე და სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება მიეღო. თუმცა, სამწუხაროდ, კვლავ დამფუძნებელი აქციონერების მიერ არაპროპორციული ზეგავლენის გამო, ეს ასე არ მოხდა და საკითხის გადაჭრა ეროვნულ ბაკს პირდაპირი ქმედებებით მოუწია. „უფრო მეტიც, - აღნიშნა გვენეტაძმე, - ეროვნული ბანკის მცდელობა, მოეძებნა სიტუაციიდან გამოსვლის ყველაზე რაციონალური და მისაღები ფორმა, „შანტაჟად“ იქნა შერაცხული“