დღეს, 11 ნოემბარს, 18:00 საათზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: "საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებლი საერთაშორისო მისიის ანგარიში".
მომხსენებლები არიან გოგი გვახარია; ასევე სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი; კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი; საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე.