2019 წლის 1-ელ აპრილს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთახმებისა და საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფაქტობრივი პრეზენტაციები გაიმართა.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს თითოეული შეთანხმების ცალკეული ასპექტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გააცნო. მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ახალი შესაძლებლობების შესახებ, რომელიც წარმოიქმნა საქართველოსა და EFTA-ს ქვეყნებს და საქართველო - ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით განსაზღვრულმა დებულებების შედეგად.
შეხვედრის ფარგლებში გენადი არველაძემ ასევე უპასუხა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ შეთანხმებებთან დაკავშირებულ კითხვებს.