2018 წელს საქართველოში 739 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ერთეულების გარეშე) ფუნქციონირებდა, რომლის 37,6 პროცენტი ქ. თბილისში, 31,3 პროცენტი - აჭარაში, 8,9 პროცენტი იმერეთში, 8,5 პროცენტი ქვემო ქართლში, 3,9 პროცენტი კახეთში, 3,2 პროცენტი სამეგრელოზემო სვანეთში, ხოლო 3,7 პროცენტი დანარჩენ რეგიონებშია განთავსებული.
„საქსტატის“ ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მთლიანმა ბრუნვამ (ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული დარიცხული შემოსავალი, დღგ-სა და აქციზის გარეშე) 9,2 მლრდ. ლარი შეადგინა, საიდანაც 53,1 პროცენტი აშშ დოლარზე, 16,7 პროცენტი ევროზე, ხოლო 30,2 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის.
2018 წლის განმავლობაში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მომსახურება გაუწიეს 6,7 მლნ. კლიენტს, საიდანაც 6,6 მლნ. ფიზიკური, ხოლო 20,7 ათასი - იურიდიული პირია. იმ ფიზიკური პირებიდან, რომელთაც გაეწიათ მომსახურება, 83,5 პროცენტი ადგილობრივი, ხოლო დანარჩენი 17,2 პროცენტი - უცხოელია.
2018 წელს სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა (კონვერტირებული ლარში) 38,2 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 37,4 პროცენტი აშშ დოლარზე, 9,7 პროცენტი ევროზე, ხოლო 52,9 პროცენტი სხვა ვალუტაზე მოდის. ბანკებში არსებული ფულადი სახსრების მთლიანი მოცულობა (1,9 მლნ.) სრულიად ნაწილდება მხოლოდ რეზიდენტ ბანკებზე.