ევროკავშირის ინსტიტუტებთან ერთობლივად შემუშავებული საკრედიტო-საგარანტიო სქემა უნიკალური ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენს ეკონომიკაში გავზარდოთ მცირე ბიზნესის წილი”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში” განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საკრედიტო-საგარანტიო სქემა პირველი აპრილიდან ამოქმედდება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინანსებზე, იაფ ფულზე წვდომა არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რაც მცირე მეწარმეებს აქვთ.
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ მოქალაქეებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პირველი აპრილიდან ეკონომიკის სამინისროსთან აქტიურად ითანამშრომლონ.
“ეს არის მართლაც უნიკალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენს ეკონომიკაში გავზარდოთ მცირე ბიზნესის წილი. ყველას კარგად გვესმის, რომ სიღარიბის დამარცხება მცირე ბიზნესის განვითარების გარეშე არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ