წინასწარი შეფასებით, 2019 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 4.1 პროცენტით განისაზღვრა.
"საქსტატის" ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგებში. კლება დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.