აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ბრანდენბურგის ეკონომიკური განვითარების სააგენტოს ევროპის რეგიონულ მენეჯერთან დაგმარ ჰიუნგერთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ჯაბა ფუტკარაძე სტუმარს აჭარაში არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე ესაუბრა. საუბარი ასევე აჭარის საინვესტიციო პოტენციალს, ზოგადად საინვესტიციო პროცესებს და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
მხარეებმა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები თინა ზოიძე, არჩილ ვანაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ეკონომიკური მრჩეველი გოგი ფუტკარაძე ესწრებოდნენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს ხელმძღვანელი აჭარის და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს შეისწავლის, რის შემდეგაც ბრანდერბურგში, სხვადასხვა სექტორში მოღვაწე კომპანიების დაინტერესება მოხდება.
23-27 სექტემბერს საქართველოს ბუნდესტაგის წარმომადგენელთა და ბრნდერბურგის მხარის მეწარმეთა ოფიციალური დელეგაცია ეწვევა.