სინგაპურის ჩანგის აეროპორტი მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტად აღიარეს. რეიტინგი, რომელსაც ყოველწლიურად ავტორიტეტული კომპანია Skytrax-ი ადგენს, პირველი ადგილი ზედიზედ 7 წელია სწორედ სინგაპურის აეროპორტს უკავია.
Skytrax-ის ხელმძღვანელი ედვარდ პლეისტიდი ამბობს, რომ სინგაპურის აეროპორტის ასეთი წარმატება მართლაც, რომ შთამბეჭდავი მოვლენაა, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ აეროპორტი საერთაშორისო მოგზაურებში ერთობ პოპულარულია.
Skytrax-ის რეიტინგში მეორე ადგილზეა ტოკიოს ჰაენდის აეროპორტი, ხოლო მესამეზე - სეულის ინჩხონის აეროპორტი.
მეოთხე ადგილს საუკეთესოების რეიტინგში დოჰას აეროპორტი იკავებს, ხოლო TOP-5-ს ჰონ კონგის აეროპორტი ასრულებს.
ევროპულ აეროპორტებს შორის საუკეთესო აეროპორტად მიუნხენის აეროპორტი დასახელდა, რომელიც საერთო რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზეა.
Skytrax-მა რეიტინგი 13 მლნ მოგზაურის გამოცდილების შესწავლის შედეგად შეადგინა. რესპოდენტებმა მსოფლიოს მასშტაბით სულ 550 აეროპორტი შეაფასეს.