დღეს, 15 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 168-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 12 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.410%-ით, მაქსიმალური 11.820%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 11.628%-ით განისაზღვრა.