საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თამარ ლილუაშვილი ბულგარელ ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრა ახალი ამბების სააგენტოს ინიციატივით ბულგარეთის ნაციონალური ტელევიზიაში შედგა. შეხვედრას ბულგარეთის წამყვანი ჟურნალისტები, ასევე „ბულგარეთის მოგზაური ჟურნალისტების და მწერლების ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ, რომლებმაც თებერვალში საქართველოში იმოგზაურეს.
ელჩისა და ჟურნალისტების შეხვედრას დაესწრო ასევე ჟურნალ Travel Weekly-ის დირექტორი პლამენ სტარეევი. შეხვედრაზე ჟურნალისტებმა ელჩს საქართველოში ყოფნისას გადაღებული ვიდეო და ფოტო მასალის ნაწილი აჩვენეს, რომელიც აპრილში დამუშავდება და ბულგარულ პრესაში დაიბეჭდება.
ბულგარეთის ახალი ამბების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ბატონმა მაქსიმ მინჩევმა, განაცხადა რომ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი, მაისის თვეში, ბულგარეთის ნაციონალური ტელევიზიის მიერ მზადდება დოკუმენტური ფილმი, რომელიც პროეცირდება ნაციონალური ტელევიზიის მეშვეობით. ბულგარელი ჟურნალისტების სახელით მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საელჩოს და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ მოგზაურობის ორგანიზებისთვის.