ბათუმის შემოვლითი გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება.
✔პროექტის ფარგლებში აშენდება:
➡2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა,
➡19 სახიდე გადასასვლელი
➡4 სატრანსპორტო კვანძი
➡5 გვირაბი
➡57 წყალგამტარი მილი
✔ ამ ეტაპზე, მიწის სამუშაოები, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა, ხიდებისა და გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
✔ პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734 ლარია
✔ პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას