2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways” ევროპულ მიმართულებებზე რეგულარულ რეისებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.
ფრენის სიხშირის მომატება თბილისი - ამსტერდამი - თბილისის, თბილისი - ვენა - თბილისის, თბილისი - ბოლონია - თბილისის, თბილისი - ბარსელონა - თბილისის, თბილისი - ბრიუსელი - თბილისისა და თბილისი - პრაღა - თბილისის საჰაერო ხაზებს შეეხებათ. რეგულარული რეისები თითოეული მიმართულებით, კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ავიაკომპანია აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე კვირაში 2 სიხშირით ოპერირებდა.
ამასთან, ავიაკომპანია “Georgian Airways” განაახლებს რეგულარულ რეისებს ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით და ფრენებს 7 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე კვირაში 1 სიხშირით (პარასკევი) შეასრულებს.
ფრენები Boeing B737, Embraer E190 და E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, “Georgian Airways”-ს ზემოთ აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 21 მარტს მიენიჭა