გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის იყო.
ერეკლე ბადურაშვილ არაერთი ფილმის ავტორია.
ბოლო პერიოდში ის ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე „ხიდი” მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა.
ერეკლე ბადურაშვილი დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990), "თბილისი ჩემი სახლია"(1994), "კიდევ ერთი ქართული ისტორია"(2003); სცენარის ავტორია ფილმების: "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990); გადაღებულია ფილმში: "მატარებელი"(2001).