აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის შორის (kfw), დამატებით 7 მილიონი ევროს ღირებულების საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. შედეგად, პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება- 50 მლნ ევროს შეადგენს.
➡ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში, 2 კონსულტანტის შერჩევის პროცედურები მიმდინარეობს. ერთი (ლოტი1) კონსულტანტი პროექტის ფარგლებში აჭარის დაბებში იმუშავებს, ხოლო მეორე (ლოტი2) საქმიანობას სოფლებში განახორციელებს და ასევე წყალმომარაგების მუნიციპალური საწარმოების ინსტიტუციურ გაძლიერებას უზრუნველყოფს.
➡კონსულტანტების პოზიციაზე ჯამში 24 განაცხადიდან, თითოეულ ლოტზე 5-5 კანდიდატი გადავიდა. მიმდინარე დასკვნით ეტაპზე პრეტედენტებმა პროექტის აღმასრულებელ სააგენტოს ტექნიკური და ფინანსური წინანდება 3 მაისამდე უნდა წარუდგინონ. ორი საუკეთესო კონსულტანტის შერჩევის შემდეგ აჭარის დაბებსა და სოფლებში, პროექტირების სამუშაოები დაიწყება.
➡პროექტი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (kfw) და ევროკავშირის (EU NIF)ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სულ 215 000 მცხოვრები ისარგებლებს
საინვესტიციო ბიუჯეტი 50 მლნ ევროს შეადგენს.
წყლის ხარისხის მონიტორინგი და შეფასება ინტენსიურად განხორციელდება
წყლისა და წყალარინების ახალი მაგისტრალური მილები დამონტაჟდება