საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ პედაგოგებს მოუწოდა საკუთარ თავს უფრო მეტი მოთხოვნები წაუყენონ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოფელ დიღმის საჯარო სკოლაში განაცხადა, სადაც მოსწაველებს სწვალის დაწყება მიულოცა და საჩუქრად კომპიუტერები გადასცა.
"ჩვენ ყველამ ჩვენს თავს მეტი მოთხოვნები უნდა წაუყენოთ და ამის დაკმაყოფილების შემდეგ უფრო მეტ ანაზღაურებასაც მიიღებთ. დღეს სხვანაირი ბავშვები მოდიან, სხვანაირი მოთხოვნით და მათ აქვთ სხვა საშუალები, რომ ინფორმაცია მიიღონ", - განაცხადა სააკაშვილმა სოფელ დიღომის საჯარო სკოლაში სტუმრობის დროს.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი ბავშვი ერთ მხრივ სასიამოვნო საურთიერთობო და ადვილად აღსაზრდელია, ხოლო მეორეს მხრივ მასწავლებლისგან მომზადებას და მაღალ დონეს მოითხოვს.