„საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიასთან. როგორც ჩვენთან შეხვედრისას მინისტრმა თქვა, ინოვაციები და ტექნოლოგიები საქართველოს ეკონომიკისთვის პრიორიტეტული სექტორია. როდესაც დავბრუნდები ჰონგ კონგში, ამის შესახებ ჩემს კოლეგებს მოვუყვები და ვფიქრობ, აქ ჩვენთვის მრავალი შესაძლებლობაა. მოხარული ვარ, რომ საქართველომ და ჰონგ კონგმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს შორის კომუნიკაციას და ვაჭრობას", - განაცხადა კომპანია „GreenSafety Technology Ltd" – ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ანტონიო ვონგმა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მაღალი დონის ბიზნესდელეგაციის შემადგენლობაში საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
დელეგაციას, რომელიც 18 – 20 მარტის განმავლობაში საქართველოში შეხვედრებს გამართავს, ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ედვარდ იაუ ხელძღვანელობს.
ვიზიტის მიზანია დელეგაციის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს რასაც საქართველო სთავაზობს „ერთი გზა-ერთი სარტყელის" ინიციატივის ფარგლებში. გარდა ამისა, ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა ინვესტიციები, ტურიზმი, მეწარმეობა და სხვ.