სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში 19 მარტს 11:00 საათზე გაიმართება ფრანგული კომპანია “მექსელის“ პრეზენტაცია. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან როგორც სამთავრობო უწყების, ასევე უმსხვილესი ქართული კომპანიების წარმომადგენლები. პრეზენტაციას დაესწრება საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებინი ელჩი საქართველოში პასკალ მენიე.
ფრანგული კომპანია „მექსელი“ საზოგადოებას წარუდგენს ეკოლოგიური ეფექტის გაუმჯობესებისათვის საჭირო პროდუქციას - საწვავის დანამატს. კერძოდ, ბენზინის-MexMogas-EVO და დიზელის- MexDiesel- EVO დანამატებს. პროდუქცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა წამოებული და უზრუნველყოფს საწვავის ხარისხის შენარჩუნებას, წვის პროცესის გაუმჯობესებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი გამოყენებით მცირდება მავნე ნივთირებების გამოყოფა, მათ შორის CO2-ის.
კომპანია „მექსელი’’ დაარსდა საფრანგეთში 1990 წელს, ფლობს ლაბორატორიას, საინჟინრო მოწყობილობებს და გააჩნია ISO-ს სერტიფიკატი (ISO 9001).
2012 წლიდან კომპანიის საქმიანობა კანონმდებლობით არის რეგულირებული.
ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „ექსპერტო კონსალტინგი“.