საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ახალ ზელანდიაში მეჩეთზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა, რომელსაც 50-მდე ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, დაგმო. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ზალკალიანმა მიკრობლობ "ტვიტერზე" გაავრცელა.
"საქართველო გმობს ახალ ზელანდიაში, კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე ტერორისტულ თავდასხმას. ჩვენი ფიქრები ახალ ზელანდიელ ხალხთანაა, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს", - წერს ზალკალიანი.
შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში, კრაისტჩერჩში, ორ მეჩეთში განხორციელებულ თავდასხმას 49 ადამიანი ემსხვერპლა, 48 სერიოზულად დაშავდა.