ახალ ზელანდიაში, კრაისტჩერჩში, ორ მეჩეთში განხორციელებულ სროლაში 40 ადამიანი დაიღუპა და 48 სერიოზულად დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი არის ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი. მან, თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი” გამოაქვეყნა, სადაც მის ქმედებებს განმარტავს და ტერორისტულ აქტად აფასებს. სამართალდამცველებმა თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ სამი მამაკაცი და ერთი ქალი დააკავეს.
ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს დღედ გამოცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მეჩეთის სიახლოვეს გაჩერებულ ავტომობილებზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობებიც აღმოჩინა.