კულტურა, როგორც ეპოქის ანარეკლი მრავალფეროვანი, პირობითი და ცვალებადია, თუმცა არსებობს ჟანრები, რომელთა დროის სიძველე და ავთენტურობაა მთავარი ხიბლი.
ოპერა თავისი საოცარი ისტორიით, ტრადიციებითა და შემსრულებლებით ერთ-ერთი ასეთი სფეროა. უკვე რამდენიმე ასწლეულია, რაც ოპერა არსებობს და არ მთავრდება დავა, რა უფრო მთავარია თეატრში მუსიკა, ტექსტი თუ რეჟისურა.
საოპერო ხელოვნების დიდებულების სრულად აღსაქმებლად მნიშვნელოვანია როგორც მუსიკა, ტექსტი და რეჟისურა, ასევე საოპერო თეატრის არქიტექტურა. სწორედ ამიტომ, შევარჩიეთ მსოფლიოს რამდენიმე უმშვენიერესი ოპერის თეატრი, რომლებიც არამხოლოდ არქიტექტურით, არამედ ხანგრძლივი მუსიკალური ისტორიით გამოირჩევიან:
ბაიროითის ოპერის თეატრი/გერმანია
ბუდაპეშტის ოპერის თეატრი/უნგრეთი
ოპერა გარნიე/პარიზი, საფრანგეთი
სიდნეის ოპერა/ავსტრალია
ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრი/ავსტრია
ოსლოს ოპერის თეატრი
ჰარბინის საოპერო თეატრი/ჩინეთი
მარინის თეატრი/სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი
მეტროპოლიტენ ოპერა/ნიუ-იორკი, აშშ
ლონდონის სამეფო ოპერის თეატრი/გაერთიანებული სამეფო
ლა ფენიჩე/ვენეცია, იტალია
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი