ხვალ, 15 სექტემბერს, 9:30 საათზე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი ზუგდიდში, აფხაზეთის #1 საჯარო სკოლას ესტუმრება და სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყებას მიულოცავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აფხაზეთის #1, #11, და #12 საჯარო სკოლის პირველკლასელებს 77 Nნოუთბუქი გადასცა. წელს, აფხაზეთის 13 საჯარო სკოლაში 189 პირველკლასელია.
ზუგდიდის რაიონში აფხაზეთიდან დევნილმა, სოციალურად დაუცველმა 203 მოსწავლემ კი სასკოლო სახელმძღვანელოები მიიღო.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის #1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით USAID-თან შეთანხმებას მიაღწია.