ხვალ, 15 სექტემბერს, იაპონიის ელჩის რეზიდენციაში ოთხ პროექტს მოეწერება ხელი. ხელმოწერის ცერემონიას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა, ასევე სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
აღნიშნული პროექტები იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი "გრასრუტისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარების" ფარგლებში დაფინანსდა და ითვალისწინებს ქ. გარდაბანში საქართველოს წითელი ჯვრის პირველადი ჯანდაცვის კლინიკის გაუმჯობესებას; ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზნის ნაპირის გამაგრებას; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. თოხლიაურში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და დაფასოების ცენტრის შექმნას. ასევე, ქ. ფოთის #3 ბავშვთაAბაღის რეაბილიტაციას.
"გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარების პროგრამა" (GGP) შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს გამოეყოფა, რომელთა მიზანია საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება.
1998 წლიდან დღემდე, საქართველოში განხორციელდა 98 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება 7 323 272 აშშ დოლარს შეადგენს.
სულ იაპონიის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილმა "ოფიციალური განვთარების დახმარებამ" უკვე 361 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.