აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია გაეროს განვითარების პროგრამების (UNDP) ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში, ჯეიმი მაკ გოლდრიკს შეხვდა.
"აფსნიპრესის" ინფორმაციით, შეხვედრაზე ღვინჯიამ და გოლდრიკმა განიხილეს გაეროს განვითარების ჰუმანიტარული პროგრამის მუდმივმოქმედი ჯგუფის პრობლემები.
სეპარატისტული რეჟიმისა და გაეროს წარმომადგენლებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მოსამზადებელი საკითხებიც განიხილეს.