მიმდინარე წელს საქართველოს საელჩოები გაიხსნება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ვიეტნამში. ამის საქართველოს შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის უფრო მეტად ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში და სწორედ ამიტომაც იხსნება საელჩოები აზიისა და არაბეთის რეგიონის ეკონომიკურად აქტიურ ქვეყნებში.
"იმისათვის, რომ მოვახდინოთ უფრო ეფექტური ინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში, მიმდინარე წელს გავხსნით ჩვენს საელჩოებს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ვიეტნამში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.