11 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6866 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.6878 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0214 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0396 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.82 თეთრი შეადგინა.
უცვლელი დარჩა თურქული ლირა, რომელიც 0.4942 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.4910 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 მარტიდან შევა ძალაში.