ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევრონიუსის ეგიდით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
ფორუმს ევროპის, აზიისა და აფრიკის სახელმწიფოების მინისტრები, ასევე ტურიზმისა და ავიაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ეკოტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების, ავიარეისების რაოდენობის გაზრდის შესახებ ისაუბრა.
ფორუმის დასრულების შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევრონიუსის შეკითხვებს უპასუხა.
“Euronews-ის ეგიდით დღეს გაიმართაშეხვედრები მინისტერიალის ფარგლებში, სადაც როგორც საქართველოს, ასევე სხვაქვეყნების ტურიზმის სექტორისწარმომადგენლებს საშუალება მოგვეცაერთმანეთთან გაგვეცვალა ინფორმაცია თურაოდენ მნიშვნელოვანიაინფრასტრუქტურული განვითარება, დამატებითი ავიახაზების შემოყვანა, პირდაპირი რეისების არსებობა ტურიზმისსექტორის წინსვლისთვის. ასევე ჩვენვისაუბრეთ ეკოტურიზმის და მდგრადიტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.