ბათუმში დიდი საკრუიზო გემების შემოსვლა უფრო ინტენსიური გახდება, ამ საკითხთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა მუშაობას იზმირის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან ერთად იწყებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის მეთაურმა ლევან ვარშალომიძემ და იზმირის სავაჭრო პალატისხელმძღვანელობამ სასტუმრო "შერატონში" დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
იზმირსა და ბათუმს შორის პარტნიორობა სამი წლის წინ დაიწყო; ამჟამად თურქულ და ქართულ მხარეს დაგეგმილი აქვს ერთობლივად აწარმოონ მოლაპარაკებები ტურისტულ კომპანიებთან, რათა საკრუიზო გემების ბათუმის პორტში შემოსვლა კიდევ უფრო გააქტიურდეს.