FAO-ს გენერალური დირექტორი შესაძლოა საქართველოს ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით კირვალიძე გახდეს. აღნიშნულ თანამდებობაზე სულ 5 კანდიდატია წარდგენილი და მათ შორის ერთ-ერთი დავით კირვალიძეა.
როგორც ცნობილია გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ში 28 თებერვალს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე წევრი ქვეყნებიდან წარდგენის ვადა დასრულდა. FAO-ს გენერალური დირექტორობის კანდიდატი საქართველოსთან ერთად წარდგენილი ყავს ასევ კამერუნს, ჩინეთს, საფრანგეთს და ინდოეთს. FAO-ს ახალ ხელმძღვანელს, წევრი ქვეყნები ფარული კენჭისყრით აირჩევენ. კენჭისყრა 22-29 ივნისს რომში FAO-ს კონფერენციაზე ჩატარდება.
ახალი დირექტორი ხოსე გრაზიანოს შეცვლის, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე 2 ვადით 8 წლის განმავლობაში იმუშავა.