საპარლამენტო უმრავლესობა კომუნალური გადასახადების დროს ბანკების მიერ საკომისიო თანხის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის წარმომადგენელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა დღეს სესიაზე გააკეთა და საკითხის დარეგულირება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს თხოვს.
მელიქიშვილის შეფასებით, მოსახლეობის მიერ კომუნალური გადასახადების გადასახადისას ბანკებში თითო ქვითარში 50 თეთრს გადახდა უსამართლოა და ეს პრობლემა დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს.
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მელიქიშვილმა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრა დაავალა.
ამასთან, მელიქიშვილი იმედოვნებს, რომ ეს საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა და პარასკევის სესიაზე ეროვნული ბაკის ხელმძღვანელი შეძლებს პარლამენტს სრულყოფილი ინფორმაცია და პრობლემის მოგვარების გზების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს.
შეგახსენებთ, რომ ბანკები კომუნალური გადასახადების გადახდისას მომსახურებაში 50 თეთრს იღებენ, რაც მოსახლეობას თვეში დაახლოებით 2.50 ლარი უჯდება.