მსოფლიოში გარემოს დაცვის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია „გარემოს დაცვის განათლების ფონდი“ (FEE) საქართველოთი ინტერესდება და პირველ საინფორმაციო შეხვედრას ბათუმში მართავს.
ბათუმის ბულვარის მოწვევით, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ შაფერი პრეზენტაციას 7 მარტს სასტუმრო რედისონში გამართავს. შეხვედრა დილის 10 საათიდან 15-მდე გაგრძელდება და მას აჭარის სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების, ასევე განათლების სისტემის წარმომადგენლები დაესწრება.
„გარემოს დაცვის განათლების ფონდი“ დღევანდელ მსოფლიოში 5 საგანმანათლებლო პროექტითაა წარმოდგენილი. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბათუმელ მსმენელს ყველა მათგანის, მათ შორის „ლურჯი დროშის“ პროექტის შესახებ მიაწოდებს ინფორმაციას.
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმის ბულვარი გეგმავს საზღვაო ქალაქისა და ტურისტული რეგიონისთვის ისეთ მნიშვნელოვან პროგრამაში გაწევრიანებას, როგორიცაა „ლურჯი დროშის“ საერთაშორისოდ აღიარებული ნიშანი.