აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ უნგრეთის სახელმწიფო მდივანთან, საინფორმაციო და საერთაშორისო ურთიერთობებში, თამას მენცზერთან შეხვედრა გამართა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეეხო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა სახელმწიფო მდივანს აჭარის საინვესტიციო პოტენციალი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. უნგრულმა მხარემ აჭარასთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. ჯაბა ფუტკარაძემ აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალზე ისაუბრა და ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა აქცენტი.
უნგრეთის და საქართველოს დელეგაციასთან ერთად ჯაბა ფუტკარაძე ბუდაპეშტის საფეხბურთო სტადიონს Groupama Arena-ს ეწვია და სტადიონის ინფრასტრუქტურას და მართვის სპეციფიკას გაეცნო.
Groupama Arena 22 000 მაყურებელზეა გათვლილი და ის უნგრეთში დღეისთვის ყველაზე დიდი სტადიონია.