ევროვიზია 2019-ზე კვიპროსს ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე წარადგენს. კვიპროსის წარმომადგენლის ოფიციალური ვიდეო რგოლი, საქართველოს დროით 11 საათზე გავრცელდა. როგორც ბუქმეიკერები პროგნოზირებენ, კვიპოსი ევროფესტივალის ფავორიტია. ევროვიზიის ფინალი 2019 წლის მაისში, თელავივში შედგება.
მისი კანდიდატურა მრავალი კვირის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა, როგორც საბერძნეთის წარმომადგენელი, თუმცა როგორც ეს წინა წელს მოხდა, ბერძნული პოპ კულტურის ვარსკვლავი, ელენი ფურეირა კვირპროსმა „მოიპარა“. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კვირპოსი ევროფესტივალის ლიდერად მოიაზრებოდა, თუმცა საბოლოო შედეგებით მე-2 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2019 წლის ევროვიზიაზე ოთო ნემსაძე წარადგენს.