გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსწავლეების გადაადგილება შეუზღუდავად განხორციელდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება გალში ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმების შემუშავების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს.
შეხვედრაზე აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა პირობა დადო, რომ 15 სექტემბრიდან გალის ოკუპირებულ რეგიონიდან მოსწავლეებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებით, ქართულმა მხარე შეხვედრაზე ძირითად საკითხად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილების საკითხი დააყენა.
დღევანდელ შეხვედრას ასევე გაეროს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ანტე ტურენინიც დაესწრო.