საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით ქალ მეწარმეებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. სწორედ ქალი მეწარმეების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით - ის ვინც მარტის თვეში საქართველოს ბანკში გახსნის ანგარიშს, არ გადაიხდის ანგარიშის გახსნის საკომისიოს. ასევე, 1 წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ბიზნეს ბარათით „Cash Card“-ით, ინტერნეტ ბანკისა და სმს სერვისის მომსახურებით, საკომისიოს გადახდის გარეშე.
საქართველოს ბანკი უკვე წლებია ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყოს სრულიად ახალი ბიზნესი, დანერგონ ახალი მიმართულებები ან გააფართოვონ არსებული ბიზნესი. საქართველოს ბანკმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) დაფინანსებით ქალებისთვის შექმნა პროგრამა „ქალები ბიზნესში“, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქალების ბიზნესში აქტიური ჩართულობის, მათი ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის თუ ბიზნესის განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში, 25 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსით, 1000-მდე ბიზნესი დაფინანსდა.
მარტის ქალების თვედ გამოცახდებასთან დაკავშირებით საქართველოს ბანკი მთელი თვის განმავლობაში სპეციალურად მათთვის არაერთ საინტერესო ღონისძიებას და აქტივობას განახორციელებს, სადაც ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ საინტერესო ინფორმაცია წარმატებული გამოცდილების და სიახლეების შესახებ.