"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი სებ-ის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. როგორც მამუკა ხაზარაძემ თიბისი ბანკის გარეშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საკომიტეტო მოსმენაზე აღნიშნა, ის კობა გვენეტაძეს სრულ უნდობლობას უცხადებს.
"მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ სებ-ის პრეზიდენტს და მის მოადგილის კომპეტენციას და მინდა, რომ დადგეს მისი პასუხისმებლობის საკითხი.
ასევე მოვითხოვ შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც ყველა დეტალს და ნიუანსს გაგაცნობთ“, - აღნიშნა ხაზარაძემ.