მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანიის Singapore Airlines-ის მგზავრმა საკვებში ადამიანის კბილი იპოვა.
როგორც Daily Mail-ი წერს, ავსტრალიელი ბრედლი ბატონი, რომელიც მელბურნის მიმართულებით მგზავრობდა, თვითმფრინავში ბორტგამცილებლისგან დარიგებული საკვები აიღო. ბრინჯის ჭამისას მგზავრმა საკვებში ადამიანის კბილის მსგავსი საგანი იპოვა.
„მთელი დარჩენილი მგზავრობის პერიოდში მქონდა უსიამოვნო შეგრძნება, რომ საკვებში ვიღაცის კბილი იყო. ეს იყო ამაზრზენი.
ბორტგამცილებელი, რომელიც მე მემსახურებოდა დაჟინებით მიმტკიცებდა, რომ მას უნდა წაეღო კბილი გამოკვლევებისათვის. ის ასევე ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ საკვებში აღმოჩენილი საგანი იყო პატარა ქვა, მაშინ როდესაც უტყუარი იყო რომ ეს იყო კბილი“, ყვება ავსტრალიელი.
დისკომფორტის ასანაზღაურებლად, მგზავრს 75 ევროიანი ვაუჩერი გადასცეს, რისი გამოყენებაც Duty Free-შია შესაძლებელი.
თავად ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ ამ დროისათვის ამ ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს. ხოლო მას შემდეგ რაც ექსპერტიზის პასუხი გახდება ცნობილი, გადაწყდება რა ქმედებებს მიმართავს ავიაკომპანია.