წუხელ, გვიან ღამით, წავკისი-თბილისის გზაზე ავტოავარიამ სამი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა.
თვითმხილველების ცნობით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. ავტომობილი, რომლის მძღოლმაც სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბარიერს შეეჯახა და ამოყირავდა. სამივე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.